ჰიდროტექნიკური ნაგებობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროტექნიკური ნაგებობები - სამხედრო-საზღვაო და სამდინარო სპეციალური საინჟინრო ნაგებობები, რომლებითაც აღიჭურვება ნავსადგურები, ხომალდების და ჰიდროავიაციის ბაზირების, ასევე ფლოტის, საავიაციო ძალების და სახმელეთო ჯარების საბრძოლო საქმიანობის უზრუნველყოფის პუნქტები. მოიცავს ნავმისადგომ, შემომსაზღვრელ და გემსაამწეო ნაგებობებს.
ჰიდროტექნიკური ნაგებობების რიცხვს განეკუთვნება
- ნაპირსამაგრი, წყლის ამომღები, წყალგამოსაშვები, საკანალიზაციო და ჰიდროგრაფიული ნაგებობები;
- სპეციალური საფრები ხომალდებისათვის;
- კაშხლები და ზღუდეები წყლისმიერი დაბრკოლებებისათვის;
- ხელოვნური კუნძულები, პლატფორმები და სხვა.