ჯავშანჟილეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:07, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯავშანჟილეტი - საბრძოლო სამოსი, რომელიც იცავს მებრძოლს ტყვიისა და ნამსხვრევებისაგან. თანამედროვე ჯავშანჟილეტი მრავალფენოვანი პოლიამიდის ქსოვილისგან მზადდება, რომლის დამატებით ელემენტებს წარმოადგენს ფოლადისგან დამზადებული დაჯავშნული ფირფიტები, ალუმინის ან ტიტანის შენადნობები და სხვა.