გარემოცვა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარემოცვა - სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი (გუნდი, ქვედანაყოფი), რომელსაც გარკვეულ ზღუდეებზე (პუნქტებზე) აყენებენ, რათა არ დაუშვან გარეშე პირთა შეღწევა დასაცავ ობიექტში (რაიონში) ან ამ ობიექტიდან (რაიონიდან) გასვლა.
გარემოცვის დაყენების მიზანია, უზრუნველყოს უსაფრთხოება, საბრძოლო სროლით, ბომბმტყორცნით, რაკეტების გაშვებით წვრთნების ჩატარების დროს, საველე აეროდრომებიდან თვითმფრინავების ფრენისას და სხვა.
გარემოცვის საგუშაგოებს უზრუნველყოფენ კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.