ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 8 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა - საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსი. ხორციელდება საკუთარი ჯარების (ძალების) მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების ინტერესებისათვის, მოწინააღმდეგე ჯარების მოქმედების გართულებისა და მისთვის დანაკარგების მიყენებისათვის.
ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობაში შედის
- პოზიციების, რაიონების, ზღუდეების, მართვის პუნქტების საფორტიფიკაციო მოწყობა;
- საინჟინრო ღობურების მოწყობა და ნგრევის წარმოება;
- აეროდრომების, გადასასვლელების, ჯარების მოძრაობის და სამანევრო გზების მომზადება;
- ჯარებისა და ობიექტების შენიღბვის ღონისძიებები;
- წყალმომარაგების პუნქტების მოწყობა, მათი მოვლა-შენახვა და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017