ასი (მფრინავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასი - (ფრანგული as – ტუზი, გადატანითი მნიშვნელობით მოხერხებული, თავგადადებული) – საფრენოსნო და საბრძოლო ოსტატობით გამორჩეული მფრინავი, რომელიც სრულყოფილად ფლობს თვითმფრინავს, მის შეიარაღებას, საჰაერო და სახმელეთო მიზნების განადგურების ტაქტიკურ ხერხებს. I მსოფლიო ომის დროს ასის უწოდენდნენ მფრინავებს, რომლებსაც ხუთი საჰაერო ბრძოლა ჰქონდათ მოგებული.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017