გადაზიდვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შტაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:31, 24 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გადაზიდვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შტაბი - შტაბი, რომელიც მრავალეროვნული ჯარების ბაზირების ერთი ადგილიდან მეორეში ან ჩასხდომის (ჩატვირთვის) პორტებში გადაზიდვების ან ტრანსპორტირების დროს დაგეგმვის, კონტროლის, მართვის, შეთანხმებისა და ურთიერთქმედების ორგანიზაციის ამოცანებს ასრულებს. იგი ასევე ახორციელებს კონტროლს დისლოკაციის ადგილის შეცვლაზე, ჩასხდომასა (ჩატვირთვასა) ან გადასხდომაზე (გადატვირთვის პორტებში). ასეთ ამოცანებს შტაბები მიღებული მითითებების და აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად ასრულებენ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.