ზღვაზე ბატონობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღვაზე ბატონობა
1. წყალზე, წყალქვეშ და წყალზევით საზღვაო (საოკეანო) რაიონების შეუზღუდავად გამოყენების უპირატესი უფლება და ამ შესაძლებლობის მოწინააღმდეგისთვის აკრძალვა.
2. ერთ-ერთი მეომარი მხარის გადამწყვეტი უპირატესობა საზღვაო (საოკეანო) საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ან მის ცალკეულ რაიონში (ზონაში), რაც საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს. მასშტაბების მიხედვით შეიძლება იყო სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური. ზღვაზე ბატონობა იმავდროულად ითვალისწინებს ჰაერში ბატონობასაც.