ჯარების განთავსება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების განთავსება - სამხედრო ნაწილების, შენაერთების, დაწესებულებების და სამხედრო სასწავლებლების განთავსება მათთვის გამოყოფილ ადგილებში (დასახლებულ პუნქტებში, სამხედრო ქალაქებში, ბანაკებში, პოლიგონებზე და სხვა), სადაც უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო პირობებით ყოველდღიური ცხოვრებისთვის; ასევე საქმიანობისა და მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის.