ჰაუპტვახტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰაუპტვახტი - (გერმანული - hauptwache), სპეციალური შენობა, სადაც დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეს ათავსებენ. ჰაუპტვახტში ათავსებენ დისციპლინარული წესით, სამძებრო ორგანოების მიერ დაპატიმრებულ, სამართალში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს და მას, ვისაც სამხედრო ტრიბუნალმა ჰაუპტვახტი მიუსაჯა.