საბრძოლო გაფრენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო გაფრენა – საავიაციო ქვედანაყოფის (ნაწილის, შენაერთის) თვითმფრინავის (ვერტმფრენის) ეკიპაჟის გაფრენა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. მოიცავს: აფრენას, საბრძოლო მწყობრში ჩადგომას, მიზნისკენ მარშრუტით გაფრენას, საბრძოლო ამოცანის შესრულებას, მოქმედებების რაიონიდან გამოფრენას, საბრძოლო წყობის დაშლას და აეროდრომზე დაფრენას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017