ამერიკა-მექსიკის ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამერიკა-მექსიკის ომი 1846-48 - ამერიკის დამპყრობლური ომი მექსიკის წინააღმდეგ. დაიწყო მექსიკის ტერიტორიის ნაწილის – ტეხასისათვის.
ამერიკის ჯარები მექსიკაში შეიჭრნენ და 1847 წლის სექტემბერში აიღეს მისი დედაქალაქი მეხიკო. მექსიკის ჯარებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს აშშ-ის ჯარებს. მექსიკელი ხალხი თავგამოდებით განაგრძობდა პარტიზანულ ომს, მაგრამ მმართველმა წრეებმა დააჩქარეს ზავის დადება. 1848 წლის 2 თებერვალს გვადალუპა-იდალგოს საზავო ხელშეკრულებით მექსიკამ დაკარგა თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი (დღეისათვის შტატები: ტეხასი, ნიუმექსიკა, არიზონა, ზემო კალიფორნია, ნევადა, იუტა, კოლორადოსა და ვაიომინგის ნაწილი). ამ ომში 13 ათასი ამერიკელი დაიღუპა.