სამხედრო კონვენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 8 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო კონვენცია - საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ადგენს სახელმწიფოების ორმხრივ უფლებებს და ვალდებულებებს სამხედრო საკითხებში. განასხვავებენ ორმხრივ და მრავალმხრივ, ვადიან და უვადო, სხვა სახელმწიფოთა შეერთებისათვის ღია და დახურულ სამხედრო კონვენციებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017