სამხედრო ნაწილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ნაწილი – ორგანიზაციულად დამოუკიდებელი საბრძოლო და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ერთეული შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც აქვს დადგენილი შტატები. ჩვეულებრივ, სამხედრო ნაწილს განეკუთვნება ყველა ბრიგადა (პოლკი), რანგის ხომალდები, ცალკეული ბატალიონები (დივიზიონები, ესკადრილიები), რომლებიც არ შედიან ბრიგადების (პოლკების) შემადგენლობაში, აგრეთვე ცალკეული ასეულები, რომლებიც არ შედიან ბატალიონებისა და ბრიგადების (პოლკების) შემადგენლობაში. სამხედრო ნაწილს ენიჭება სახელწოდება (საერთო-საჯარისო ნომერი, საშტატო დასახელება, მიკუთვნებული საპატიო წოდება, მიღებული სახელმწიფო ჯილდოების ჩამონათვალი) და პირობითი სახელი. ბრიგადებს (პოლკებს), ცალკეულ ბატალიონებს, დივიზიონებს და ესკადრილიებს გადაეცემათ საბრძოლო დროშა, ხოლო ხომალდებს – სამხედრო-საზღვაო დროშა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები