დეზერტირობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეზერტირობა - (ლათინური desertor, ფრანგული desertor – გაქცეული, მოღალატე) - მძიმე სამხედრო დანაშაული;
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის მიტოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით; სამხედრო პირის დანიშვნის თუ გადაყვანის დროს ან მივლინებიდან, შვებულებიდან თუ სამკურნალო დაწესებულებებიდან სამსახურში გამოუცხადებლობა.