სამხედრო ყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო ყოფა − სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფების და ნაწილების (ხომალდების) ყოფა, ყოველდღიური წესრიგი, ცხოვრების პირობები და მოღვაწეობა.
სამხედრო ყოფის ძირითადი შემადგენელია პირადი შემადგენლობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი დასვენების ორგანიზება და სხვა. მთავარი მიზანია სამხედრო ფორმირებების საერთო საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. რეგლამენტირებულია სამხედრო კანონმდებლობით, წესდებით და ბრძანებით.