ძალების და საშუალებების სიმჭიდროვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:07, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალების და საშუალებების სიმჭიდროვეჯარებით და სამხედრო ტექნიკით საბრძოლო მოქმედებების რაიონის (მიმართულების, მონაკვეთის) გაჯერების ხარისხი, რომელსაც ანგარიშობენ 1 კმ ფრონტზე ძალების და საშუალებების საშუალო რაოდენობით. წარმოადგენს ძალების და საშუალებების მასირების დონის მაჩვენებელს, აგრეთვე საანგარიშო მაჩვენებელს ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვისას.

ძალების და საშუალებების სიმჭიდროვეს განსაზღვრავს შტაბი საბრძოლო მოქმედებების მთელ ზოლზე და დარტყმების მიმართულებაზე (ძირითადი ძალვის თავმოყრა) ძალების და საშუალებების თანაფარდობის გაანგარიშების საფუძველზე. განასხვავებენ ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარის, არტილერიის, ტანკების და ღობურების, ხოლო მასშტაბების მიხედვით – ოპერატიულ და ტაქტიკურ სიმჭიდროვეებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები