შემორტყმა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შემორტყმა - მანევრი, რომელიც ეწყობა შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების) გასაყვანად მოწინააღმდეგის განლაგებაში მისი დაჯგუფების ფლანგზე (ფლანგებზე) იერიშის მისატანად. ხორციელდება საბრძოლო ან წინასაბრძოლო წყობით, ძალების ნაწილით, ან მთავარი ძალებით საცეცხლე და ტაქტიკური ურთიერთქმედებით ჯარებთან, რომლებიც ფრონტიდან მოქმედებენ.