შუქურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუქურა – მიწისზედა (ჰიდროტექნიკური) კოშკურის ტიპის ნაგებობა ან სპეციალური ხომალდი (მცურავი შუქურა).

შუქურა მოწყობილია შუქოპტიკური სისტემით (აპარატით) წრიული, მიმართული სექტორული მოქმედების თეთრი ან ფერადი შუქით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ხომალდების და გემებისთვის წარმოადგენს დღის და ღამის ნავიგაციურ ორიენტირს. საზღვაო (საოკეანო) საომარი მოქმედებების თეატრზე ნავიგაციური მოწყობილობის ელემენტი. დანიშნულების მიხედვით არის მიმღები (ბაზების და პორტების ახლოს), მაჩვენებელი (ამოცნობის) და გამაფრთხილებელი. დადგმის ადგილის მიხედვით შეიძლება იყოს სანაპირო, საზღვაო, ჰიდროტექნიკურ საფუძველზე ან მცურავი (ღუზაზე სპეციალური ხომალდის სახით).

შუქურა არის მოქმედი და არამოქმედი. მათ გააჩნიათ ინდივიდუალური არქიტექტურა, განმასხვავებელი შეფერილობა და სიგნალების სხვადასხვა მახასიათებლები (ხილვადობის ოპტიკური სიშორე, შუქის ფერი, პერიოდულობა და სხვა), რომლებიც აღწერილია სპეციალურ სანავიგაციო დარიგებებში. შუქოპტიკური სისტემის გარდა შუქურაზე შესაძლოა დაიდგას რადიოშუქურები, რადიოლოკაციური შუქურები და სხვადასხვა ხმოვანი, სასიგნალო საშუალებები (სირენა, დიაფონი და სხვა). ნავიგაციური მოწყობილობების თანამედროვე სისტემებში აგრეთვე გამოიყენება წყალქვეშა ხმოვანი შუქურები, მოპასუხე შუქურები (ჰიდროაკუსტიკური, რადიოლოკაციური) და სხვა. საფრენი აპარატების ორიენტირებისთვის გამოიყენება აეროშუქურები. ომის დროს შუქურები შეიძლება გამოირთოს ან შეიცვალოს მუშაობის რეჟიმი, შუქების მახასიათებლები და შუქოპტიკური მოწყობილობები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები