ცეცხლგამტარი ზონარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცეცხლგამტარი ზონარი – ბიკფორდის ზონარი, ცეცხლის იმპულსის გადაცემის საშუალება დროის გარკვეულ შუალედში კაპსულდეტონატორის ან დენთის მუხტის ასამუშავებლად. შედგება დენთის შუაგულისა და წყალგაუმტარი დაფარვის მრავალფენიანი გარსისგან. ცეცხლგამტარი ზონარის დიამეტრია 5-6 მმ, წვის სიჩქარე დაახლოებით 10 მმ/წმ (წყალქვეშ, 5 მ სიღრმემდე, მეტი სისწრაფით იწვის).
გამოიგონა 1831 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უ. ბიკფორდმა.