ჭურვის სიჩქარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:53, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭურვის სიჩქარე - საარტილერო ჭურვის წინსვლითი და ბრუნვითი (თუ სროლა წარმოებს კუთხვილიანი ქვემეხით) მოძრაობა. ლულიდან გამოსვლის მომენტში ჭურვის სიჩქარე აღწევს 1000-1500 მ/წმ. ჭურვის ბრუნვის კუთხური სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფრენის მდგრადობას, ლულის ბოლოს აღწევს მაქსიმალურ დონეს (200-250 ბრ/წმ). შემდეგ კი ტრაექტორიაზე თანდათან მცირდება ისევე, როგორც წინსვლითი სიჩქარე.