არმიის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:50, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არმიის არტილერია - არმიის არტილერია, საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან არმიის სარდლობას. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია არმიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.