ტერიტორიული თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიტორიული თავდაცვა - სამხედრო და საერთო-სახელმწიფოებრივი ღონისძიებების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება ზოგიერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მოქმედებისაგან, ტერორისტული და დივერსიული აქტებისაგან ობიექტების და კომუნიკაციების დასაცავად, აგრეთვე – საომარი მდგომარეობის დასამყარებლადდა ხელშესაწყობად.

ტერიტორიული თავდაცვის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: მნიშვნელოვანი სამხედრო, ეკონომიკის ობიექტების და კომუნიკაციების საიმედო დაცვა; ბრძოლა მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო და ტერორისტულ ძალებთან, საომარი მდგომარეობის რეჟიმის დამყარება და შენარჩუნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ რაიონებში.

ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლების და თვითმმართველობის ორგანოები სამხედრო მმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედებით უზრუნველყოფენ ქვეყნის საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას, რომლებიც ტერიტორიული თავდაცვას ეხება. ისინი მონაწილეობენ ტერიტორიული თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფაში; განსაზღვრავენ დასაცავი ეკონომიკის და საკომუნიკაციო ობიექტების ნუსხას და ახორციელებენ ღონისძიებებს მათი დაცვისათვის; განსაზღვრავენ საჭირო ძალებსა და სახსრებს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე; უზრუნველყოფენ კანონიერების და წესრიგის დაცვას თავიანთ ტერიტორიაზე, იმ ადგილებში, სადაც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული; მუშაობენ ომიანობის დროის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობით და მოქმედებენ საომარი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები