ფელდეგერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 22 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფელდეგერი - (გერმანული feld – ველი, Jager – მონადირე), სამხედრო ან სამთავრობო კურიერი უნტერ-ოფიცრის წოდებით. მისი დანიშნულებაა, როგორც წესი, მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტების ადრესატამდე მიტანა. ფელდეგერები პირველად გაჩნდნენ პრუსიაში 1796 წელს.