ინტერვალი (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 16 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინტერვალი - (ლათინური intervallum – მანძილი, შუალედი),
- 1. მანძილი:
- ა. გაშლილ მწყობრში სამხედრო მოსამსახურეებს შორის;
- ბ. საბრძოლო მანქანებს შორის ოცეულების (ასეულების) კოლონების ხაზზე;
- გ. საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ საარტილერიო ქვემეხებსა და სხვა საცეცხლე საშუალებებს შორის.
- 2. ნებისმიერი შუალედები ან რღვეული ტაქტიკურ პოზიციებსა, ან მოწყობის თანამიმდევრობაში, რომელსაც მცირე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედება ვერ მისწვდება
- 3. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, რომელიც არ არის დანაღმული, რათა საკუთარ ძალას მიეცეს საბრძოლო წყობით მისი გავლის საშუალება