მსროლელთა კორპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსროლელთა კორპუსი - მსროლელთა ჯარების საერთო-საჯარისო შენაერთი. პირველად გაჩნდა 1904-05 რუსეთ-აპონიის ომში და მუდმივი შემადგენლობა არ ჰყავდა.
II მსოფლიო ომის დაწყებისას მსროლელთა კორპუსში შედიოდა 2-3 მსროლელთა დივიზია, 2 საარტილერიო პოლკი, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი და სხვა ნაწილები. 1941 წელს თითქმის ყველა მსროლელთა კორპუსი დაშალეს, ხოლო 1942-43 წლებში კვლავ აღადგინეს, 50-იან წლებში დაიშალა.