სამდევრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამდევრო – მცირე სამხედრო-ტერიტორიული ერთეული ქართლ-კახეთის სამეფოში, შეიქმნა „ლეკიანობასთან“ ბრძოლის პერიოდში (XVIII საუკუნე).
ზემო ქართლის სადროშო, მაგალითად, ოთხ სამდევროდ იყო დაყოფილი. მოთარეშეების გამოჩენის შემთხვევაში სამდევროს სოფლების ბრძოლისუნარიანი მოსახლეობა წინასწარ დანიშნული სარქარდარების მეთაურობით დათქმულ ადგილებში იკრიბებოდა წინააღმდეგობის გასაწევად. ამავე დროს მაცნეებს აფრენდნენ მეზობელ სამდევროებში, რათა იქაც მიეღოთ საჭირო ზომები. მდევარში უმიზეზოდ გამოუცხადებლობისთვის სათანადო სასჯელი იყო გათვალისწინებული.