განმსჭუალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 30 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განმსჭუალვა, განმსჭვალვა - პირდაპირი განმარტებით - ლურსმნით (სამშჭუალით, სამსჭვალით) განგმირვა, დალურსმვა.
(განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ სასჯელთა შენთაგან შემეშინა. ფსალ. 118,120).
ამ შემთხვევაში: „განმშჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი“ გადატანით ნიშნავს - გამსჭვალულია, ანუ თრთის შენი შიშით ჩემი სხეული.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი