ჭადარი
ჭადარი – (Platanus orientalis) მცენარეთა გვარი ჭადრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ-ს აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრისფერია. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილი.
ჭადარი – ბიბლიური მცენარე
აღმოსავლური ჭადარის ებრაული სახელწოდება იერუსალიმის თალმუდის მიხედვით „დოლევ მახრახ“-ია, არამეულად „დოლბა“. ამავე სახელწოდებით იცნობენ მას ისრაელის არაბებიც ზოგი მკვლევარი ბიბლიურ ჭადარს ნაბლთან აიგივებს, ზოგიც – ბიბლიის ქართული თარგმანის მსგავსად, ნეკერჩხალთან. წინასწარმეტყველი ეზეკიელი ჭადარს აღწერს როგორც ისეთ ტანმაღალ ხედ, რომ იგი ლიბანის კედარმაც კი ვერ დაჩრდილა. აღმოსავლეთის ხალხები ჭადარს წმინდა ხედ მიიჩნევდნენ და იყენებდნენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. უძველესი ქალაქის იერიხონის ტერიტორიაზე ამჟამად აღმოჩენილია ხუთიათასი წლის წინანდელი ჭადრის ხისაგან გათლილი სამშენებლო კოჭები.
„მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვის ხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით“. (ეზეკიელი 31, 7-8)