კაკბის საკენკელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაკბის საკენკელა – (Lithospermum purpureocoeruleum = Aegonichon purpureocoeruleum); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). 20-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია, სწორი, სქლად შეფოთლილი, შებუსული. ფოთლები კიდემთლიანია, ქვედა ფოთლები ხაზურია, დანარჩენები – ლანცეტა, შებუსული. გვირგვინი მოიისფრო-ლურჯია, გაშლისას – მოწითალო. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთისწინეთების მცენარეა. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.