ჩექმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 13 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩექმა - „სხვათა ენაა ქართულად მოგვი ჰქვია“ (საბა). მაღალყელიანი, ლანჩიანი ტყავის ფეხსამოსი, მოგვიანებით ლანჩების ძირების და ქუსლების შეჭედვა ლურსმნებით დაიწყეს.
არის ჩექმის სხვადასხვა სახეობა თავისი ცალკეული სახელებით. მაგ., ჩექმა ქართული, ჩექმა - ცხვირმოკაუჭებული, ჩექმა - თავადური, ყაითნით, ბუზმენტებითა და ფუნჯებით მორთული, ჩექმა სირაჯული - უფუნჯო, ჩექმა რუსული, მკვიდრად შეკერილი, ტლანქი ფორმისა, რომელიც რუსული არმიის იმპერიული ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა.
- ე.ნ.