ნიგვზისძირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიგვზისძირა - (Geum Urbanum L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosacaea). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 280-70 სმ. რბილი ბეწვით არის შებუსული, ღერო სწორად მდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ჩანგისებურ-ფრთისებური ან წყვეტილფრთისებური, დაკბილული, კენწერული სეგმენტი დიდია და რომბისებური ან უკუკვერცხისებური, 3-5-ნაკვთიანი, ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, სამად გაყოფილი. ყვავილსაჯდომი შებუსულია. გვირგვინი – პატარა და ყვითელი. ყვ, ნაყ. V-VII იზრდება ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყისპირა ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.