კანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 16 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კანე - სოფელი სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიაში, რომლის მახლობლად ძვ.წ. 216 წლის 2 აგვისტოს, II პუნიკური ომის დროს, კართაგენელთა არმიამ (50 ათ. კაცი) ჰანიბალის მეთაურობით ალყაში მოაქცია და სასტიკად დაამარცხა რომაელთა 70 ათ.-ანი არმია. კანეს ბრძოლა ითვლება მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების ალყაში მოქცევისა და სრული განადგურების კლასიკურ ნიმუშად.