რედუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 25 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რედუტი (ფრ. redoute – მოძველებული სამხედრო ტერმინი) – მიწური საველე სიმაგრე, სანგარი. დამოუკიდებელი თავდაცვისათვის მომზადებული შეკრული საველე საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელსაც აქვს კვადრატის, მართკუთხედის ან მრავალკუთხედის ფორმა. რედუტები გამაგრებული პოზიციების სისტემაში საყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ, მათი გარნიზონი 1-2 ასეულისგან შედგებოდა, რომელსაც ზოგჯერ არტილერიით აძლიერებდნენ. რედუტი გამოიყენებოდა XVI–XX საუკუნეების დასაწყისში.