კონტრესკარპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონტრესკარპი - (ფრანგული - contreescarpe),
1. ტანკსაწინააღმდეგო ღობურა, ფერდობის შვეული (3-4 მ. სიმაღლის) ჩამონაჭერის სახით მიმართული თავდამცველი მხარისკენ. ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომში;
2. მოწინააღმდეგისკენ მიმართული უახლოესი ციხესიმაგრის თხრილის ფერდობი, რომელიც XIX საუკუნემდე გამოიყენებოდა შტურმსაწინააღმდეგო დაბრკოლებად. შეიძლება იყოს გრუნტის, ხის, ქვისა და სხვა.