რესპირატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:11, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რესპირატორი (ლათ. respiro – ვსუნთქავ) – ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისგან სასუნთქი ორგანოების დაცვის ინდივიდუალური საშუალება.
რესპირატორები არის:
- მტვერსაწინააღმდეგო, აირსაწინააღმდეგო და აირმტვერდამცავი (უნივერსალური);
- უსარქველო, სარქველიანი;
- ერთჯერადი და მრავალჯერადი;
- ნახევრად ნიღაბის ფორმის და ვაზნიანი (ცალკეა სახის ნაწილი და ფილტრი).