სასტიკებითა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასტიკებითა (და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. ფსალ. 17, 15) - დიდი ძლიერებით.
{ძვ. ქართულში „სასტიკი“ ნიშნავდა „დიდად ძლიერს“, ამდენად გასაგებია, რომ ფსალმუნთა ავტორი უფლის „დიდად ძლიერებაზე“, ანუ ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და არა „შეუბრალებლობაზე“, რა მნიშვნელობითაც იხმარება სიტყვა „სასტიკი“ თანამედროვე ქართულში}
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).2004.