ავსარონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავსარონ-ი (ოს. Æфсарон) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ცალთვალა დევი (ვაიგი), ამაყი ალეფის მამა, რომელმაც შვილის სიკვდილის გამო ნართებზე შურისძიება განიზრახა; დაპატიჟა ნართების მოხუცები – ურუზმაგი და ხამიცი, დაათრო ისინი და როცა მოკვლა დაუპირა, მოძმეების საშველად მოსულმა ბათრაძმა თავად იგი განგმირა.
ლიტერატურა
- Сказания о Нартах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе: 1989.