ცხოვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:30, 14 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცხოვარი- ცხვარი. სულიერი მნიშვნელობით „ცხვრად“ ქრისტიანული მრევლის (სამწყსოს) წარმომადგენელი იწოდება, ხოლო „მწყემსად“ მოძღვარი მიწიერი, რაც მის ქრისტესთან - უზენაეს მწყემსთან მიმსგავსებას გამოხატავს.
მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. (ფსალ. 43, 11)
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი