პრეტორიანელები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრეტორიანელები - (ლათინური - praetoriani), პრეტორიული კოჰორტები, რომაული არმიის პრივილეგირებული ნაწილი. თავდაპირველად შეადგენდნენ მხედართმთავართა დაცვას. შემდეგ იმპერატორმა ავგუსტუსმა ჩამოაყალიბა პრეტორიანთა გვარდია (1000-კაციანი 12-14 კოჰორტა), რომელიც შედგებოდა მხოლოდ იტალიკებისაგან და ლეგიონერებთან შედარებით მეტი პრივილეგიით სარგებლობდა.
პრეტორიანელთა გვარდია განლაგებული იყო რომსა და იტალიაში და იმპერატორთა მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა. გაუქმდა IV საუკუნის დასაწყისში. გადატანითი მნიშვნელობით – დაქირავებული ჯარი, რომელიც ემსახურება ძალმომრეობაზე დამყარებულ ხელისუფლებას.