მარიუსი გაიუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაიუს მარიუსი (Marius) (დაახ. ძვ.წ. 157-86) - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. კონსული ძვ.წ. 107, 104–101, 100, 86 წლებში.
დაამარცხა ნუმიდიის მეფე იუგურთა (105), ტევტონები (102) და კიმბრები (101). მარიუსის მიერ ჩატარებულმა გარდაქმნებმა არმიაში ჯარების პროფესიონალიზაციას შეუწყო ხელი.