კვამლის ფარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 7 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

კვამლის ფარდა - აეროზოლის (კვამლის ან ნისლის) ხელოვნურად შექმნილი ღრუბელი, გამოიყენება მოწინააღმდეგისთვის ხილვადობის შესაზღუდავად, საკუთარი ჯარების (ძალების) და ობიექტების მოქმედების შესანიღბავად.

კვამლის ფარდები საკვამლე კოჭების, ხელყუმბარების, ნაღმების, ჭურვების, ბომბების, საკვამლე აპარატურის მეშვეობით იქმნება.

კვამლის ფარდებს განასხვავებენ:

  • განლაგების მიხედვით – ფრონტალურს, ფლანგურს, ზურგის და ცრუ მიმართულების;
  • დაყენების ხერხის მიხედვით – მოძრავს და უძრავს;
  • მიზნის მიხედვით – დამაბრმავებელს და შემნიღბავს.

შემნიღბავი კვამლის ფარდები დიდ ფართობებზე შეიძლება იყოს მჭიდრო, ნახევრად გამჭვირვალე (ტრანსპარანტული) ან შემცირებული სიმჭიდროვისა (მბოლავი). სამხედრო მიზნებისათვის პირველად გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები