ბუმერანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუმერანგი - (ინგლისური - boomerang), ხელის სატყორცნი იარაღი უმეტესად ნამგლის ფორმის. ზოგიერთი სახის ბუმერანგი ფრენის დროს აღწერს შეკრულ მრუდს და უბრუნდება მტყორცნელს.
ბუმერანგი გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში.
სამონადირეო და სპორტული იარაღის სახით ბუმერანგი შენარჩუნებული აქვთ ზოგიერთი ქვეყნის ხალხს დღემდე.