ოქტავიანე ავგუსტუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე - (ძვ.წ. 63 – ახ.წ. 14), რომის იმპერატორი (ძვ.წ. 27-იდან), იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე, მისი დის შვილიშვილი.
ძვ.წ. 31 აქციუმის კონცხთან დაამარცხა რომის აღმოსავლეთ პროვინციების გამგებლის – ანტონიუსისა და ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას გაერთიანებული ფლოტი და ხელთ იგდო მთელი ძალაუფლება რომის სახელმწიფოში. სენატმა მას მიანიჭა საპატიო წოდება „ავგუსტუსი“ (ღმერთთაგან აღზევებული). თავისი ერთპიროვნული დიქტატურის მიუხედავად, ავგუსტუსმა შეინარჩუნა ტრადიციული რომაული რესპუბლიკური ინსტიტუტები. მმართველობის ასეთ სისტემას პრინციპატი ეწოდა. მის დროს რომის შეიარაღებული ძალები საბოლოოდ გადაიქცნენ რეგულარულ არმიად.