შიზოფრენია პარანოიდული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიზოფრენია, პარანოიდული - (F20.0), (schizophrenia, paranoid), შიზოფრენიული აშლილობა, რომლის კლინიკურ სურათში დომინირებს შედარებით მყარი პარანოიდული ბოდვითი იდეები, მათ, როგორც წესი, თან ახლავს ჰალუცინაციები, განსაკუთრებით – სმენითი, შესაძლებელია სხვა სახის აღქმის დარღვევებიც. დარღვევები ემოციურ და ნებით სფეროებში, აგრეთვე, მეტყველების მხრივ და სხვადასხვა კატატონიური სიმპტომები არ აღინიშნება ან არ არის მკვეთრად გამოხატული.