ჰალუცინოგენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 7 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰალუცინოგენი - (hallucinoge), ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცნობიერების შეცვლა.
დამახასიათებელია აღქმის გაძლიერება (გაცხოველება), მკაფიო წარმოსახვები, ილუზიებისა და ჰალუცინაციების განვითარება, აფექტის შეცვლა და ინტენსიური დეპერსონალიზაციურ/დერეალიზაციური განცდები. მდგომარეობა შესაძლოა წააგავდეს მწვავე ფსიქოზს და იწვევდეს ქცევის გამოხატულ დარღვევებს.
ჰალუცინოგენების რიცხვს მიეკუთვნება:
- ინდოლამინები, მაგალითად, დიეთილამიდ-ლიზენგილის მჟავები (ლიზერგიდი; LSD), N,N-დიმეთილტრიპტამინი, პსილოციბინი, ხარმინი;
- მეთოქსილირებული ფენილეთილამინები, მაგალითად, მესკალინი;
- ტეტრაჰიდროკანაბინოლები, მაგალითად, მარიხუანა და ჰაშიში;
ასევე მთელი რიგი სხვა პრეპარატებისა ფენციკლიდინი (ფცდ; ინგლ. PCP), მუსკარინი, მირისტიცინი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰალუცინოგენების ფარმაკოლოგია კარგადაა შესწავლილი, მათი მოქმედების ზუსტი მექანიზმი არასაკმარისად გასაგებია.
სინონიმი
- ფანტასტიკანტი
- ფსიქოდისლეფსიური საშუალება
- ფსიქომიმეტიკური საშუალება
იხილე აგრეთვე
აშლილობა, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით