ტიტანიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტიტანიდები – (ბერძნ.) ტიტანთა დები. ურანოსისა და გეას ასულები: თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი.
არსებობს სხვა ნუსხაც, სადაც მნემოსინესა და თემისის ნაცვლად დასახელებულნი არიან კლიმენე და ევრიბიე. ტიტანიდებად უხმობდნენ აგრეთვე ურანოსისა და გეას შვილიშვილებს: ლეტოს, ასტერიას, სელენეს, ეოსსა და სხვებს.