კოკას ფოთლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:13, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოკას ფოთლები - (coca leaves), კოკას ბუჩქების ფოთლები (Erychroxylon coca). ანდების მცხოვრებნი ტრადიციულად იყენებდნენ აღნიშნულ ფოთლებს – მწიკვ მოთუთქულ ნაცართან ერთად ღეჭავდნენ ან წუწნიდნენ. გამოყენების მიზეზი იყო მისი მასტიმულირებელი და მადის დამთრგუნავი თვისებები, მიზანი – გამძლეობის მომატება, რომელიც საჭირო იყო ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე არსებობისათვის. კოკას ფოთლებიდან ექსტრაჰირდება კოკაინი.