აშლილობა ორთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 25 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„აშლილობა ორთა“ - (ფრანგ.folie à deux), ბოდვითი იდეების გაზიარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირების მქონე ადამიანებს შორის; ჩვეულებრივად ვითარდება სოციალურად იზოლირებულ ოჯახებში, კულტურებში, ლტოლვილებსა და იმიგრანტებში. ამავე აშლილობის გავრცელებას ოჯახის ფარგლებში ეწოდება „folie a famille“ („აშლილობა ოჯახში“).