ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კრუნჩხვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 3 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კრუნჩხვები - (alcohol – or drug – related convulsion) – ეპილეფსიფორმული სინდრომი, რომელიც წარმოიქმნება ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ან აღკვეთის სინდრომის დროს;

ხასიათდება გონების დაკარგვით, კუნთების რიგიდობით (ამას თან სდევს პერიოდულად სუნთქვის შეჩერება); შემდგომში ვითარდება კიდურების და მთელი სხეულის კუნთების პერიოდული შეკუმშვა.

ზოგჯერ ტერმინი გამოიყენება ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ცერებრალური დარღვევების დროს წარმოქმნილი კრუნჩხვების აღსანიშნავად. ამ განსაზღვრებაში არ შედის კრუნჩხვითი დარღვევები, გამოწვეული იდიოპათიური ეპილეფსიით, ტრავმითა და ინფექციებით განპირობებული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, თუ ეს პათოლოგია აქვთ პირებს, რომლებიც მავნედ იყენებენ ფსიქოაქტიურ საშუალებებს.

სინონიმები

გულყრები ან შეტევები, გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით. იხ.: F1x-31 და F1x.41 DSM-10-ში. The ICD Classification of mental and Behavioural Disorders. Clinical descriptions and diagnostic guedlines. Geneva, World Health Organization. 1992.

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები