სინდრომი რეტის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდრომი რეტის - (F84.2), (Rett syndrome), დღემდე ეს დაავადება, მხოლოდ გოგონებში რეგისტრირდება. ნორმალური ადრეული განვითარების შემდეგ აღინიშნება; მეტყველების, ლოკომოციის და ხელების ხმარების უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და, აგრეთვე, თავის ზრდის შენელება. დაავადება ჩვეულებრივ 7–24 თვის ასაკში იწყება.

დამახასიათებელია: ხელების, მიზანმიმართული მოძრაობის დარღვევა; ხელების დაბანის ან ჩამორთმევის ტიპის მოძრაობითი სტერეოტიპები და ჰიპერვენტილაცია. გამოხატულია სოციალურ განვითარებაში ჩამორჩენა, იზღუდება თამაშის უნარი, მაგრამ სოციალური ინტერესები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია. 4 წლის ასაკისთვის ვითარდება სხეულის ატაქსია და აპრაქსია, შემდეგ კი ქორეოათეტოიდური მოძრაობებიც ჩნდება. თითქმის ყოველთვის ვითარდება მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები